„ყველა მიშისტი, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად უნდა აღმოჩნდეს ერთ ნავში ერთიანი სიის მეშვეობით და საზოგადოებას ექნება ძალიან მკაფიო არჩევანი – სიბოროტე თუ სიკეთე, ეკონომიკური განვითარება და ევროპისკენ ღირსებით სვლა, როგორც ეს აქამდე იყო, დაწყებული ასოცირების ხელშეკრულებიდან, დამთავრებული კანდიდატის სტატუსის მონიჭებით. ძნელად პროგნოზირებად ძალად იქცა „ნაციონალური მოძრაობა“. ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავამ შეცვალა, რას ემსახურება, რომელი გროსმაისტერი თამაშობს ამ ფიგურებით და რა ტაქტიკით, ჩემთვის გაუგებარია. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, მათ ჰყავთ პოლიტიკურ საბჭოში გაცილებით უფრო წიგნიერი და გამოცდილი პოლიტიკაში მყოფი ადამიანები, მაგრამ კომიკური სიტუაციაა. ეს ადამიანები ზოგადად, არიან ძალიან ამბიციურები და თვითკმაყოფილებას როდესაც ვერ განიცდიან, როგორც ეს ხაბეიშვილის შემთხვევაში იყო, კეზერაშვილს დაჭერით ემუქრებოდა, მაგრამ როგორც კი გროშ კაპიკი გადმოუგდეს, მაშინვე გახდა აპოლოგეტი კეზერაშვილის და მისი ხელის ბიჭი. შესაბამისად, ამ ადამიანებს პრინციპები საერთოდ არ აქვთ, მათ აქვთ ანგარება და ამბიცია, ამ მოცემულობაში, რა და როგორ იქნება, ძნელია პროგნოზირება“, – განაცხადა ოდიშარიამ.
„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე დადიანიძის საქმეზე
„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა,...










