“ჩვენ სასწაულად გადავრჩით და მინდა ყველა გაგაფრთხილოთ![]()
კალათბურთის თამაშის დროს თავზე დაეფშვნათ ფარი ბავშვებს. მადლობა ღმერთს მოასწრო და სახეზე და თავზე ხელები დაიფარა ჩემმა შვილმა, წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა ან თვალებში, ან არტერიაში რომ მოხვედროდა. არ გაუშვათ ბავშვები ეზოებში და სკვერებში მოწყობილ სტადიონებზე ხალხო, სადაც ასეთი მინის ფარებია დამონტაჟებული
არ ვიცი ამის გამკეთებელი, დამგეგმარებელი ამ პოტენციურ სასაკლაოებს რომ აკეთებდა რაიმე სახის უსაფრთოების ზომები როგორ არ უნდა დაიცვას. გაფრთხილდით. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როგორც ექიმმა გვითხრა. სანამ ფატალური შედეგით არ დასრულდება ალბათ არც მიექცევა ყურადღება და არ გაკონტროლდება
“-წერს მოქალაქე ფეისბუქ ჯგუფში რუსთავი/Rustavi











