ახალციხე–ბორჯომის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ აწყურთან ტრაილერის გადაბრუნდა. დაშავდა ერთი პირი, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაილერი გადაბრუნდა.
შსს–ს ინფორმაციით აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.










