„ის, რომ დღეს საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არის ივანიშვილის მთავრობა, არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმართა ისეთ უკიდურეს ზომას მეგობრებთან ურთიერთობაში, როგორიც არის სანქციების დაწესება კონკრეტულად იმ პირებზე, რომლებიც, მათ შორის, პროპაგანდის გამოყენებით და ასევე, ძალადობით, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და საქართველოს წაართვან ევროატლანტიკური მომავალი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისთვის ვეტოს დადებას და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მმართველი პარტია ცდილობს, პოლიტიკურ ვერტიკალს დაუქვემდებაროს საარჩევნო ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება სწორია.
„საარჩევნო ცვლილებები, რომელიც ივანიშვილის პარტიამ მიიღო, არის მორიგი მცდელობა პოლიტიკურ ვერტიკალს დაუქვემდებაროს საარჩევნო ადმინისტრაცია, რაც, რა თქმა უნდა, არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული და ევროპული განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ, ნამდვილად გამართლებულია და სწორია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან აღნიშნული საარჩევნო კანონმდებლობისთვის ვეტოს დადება“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ.










