“ბიძინა ივანიშვილი ამ სიაში რა საკვირველია არ იქნება. ეს მისი განცხადებაა, მისი პოზიციაა, საკმაოდ კარგ პოზიციაზე დგას, პოლიტიკური საბჭოს საპატიო წევრია, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობაში, ყოველდღიურ მუშაობაში მონაწილეობას იღებს და ამაზე იქით არ განიხილება მისი რაიმე ახალი პოზიცია, ან სიაში, ან პრეზიდენტად, ან პრემიერმინისტრად. არ ვიცი, ამ სიაზე “ქართული ოცნება” მუშაობს, ჩემთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, არც ღარიბაშვილთან დაკავშირებით არ მაქვს რაიმე კონკრეტული ცნობა, რადგან ამ თემაზე არ გვილაპარაკია დეტალურად. მე ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრი, რომელიც ახლა მართავს სახელმწიფოს იქნება ლიდერი ამ პროცესის. იქნება თუ არა მდინარაძე გენერალური პროკურორი, წავა თუ არა გენ. პროკურორის თანამდებობაზე ვინმე სხვა, მისი მოადგილე, მდინარაძე… უამრავი გვარებია იქ ისიც ითქვა, რომ ანრი ოხანაშვილი გადადის აღმასრულებელში, ეს ყველაფერი იქნება განცხადებული. დასამალი არაფერი არ არის, მაგრამ რეალურად თქვენი მონაცემები ამასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო” – ვოლსკი
„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე დადიანიძის საქმეზე
„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა,...










