LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

10 108 695 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 5 პირს ბრალდება წარედგინა

დაპოსტა 2024/06/14-ში
A A
5
ნახვა
გაზიარება

პროკურატურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 111 მოქალაქის კუთვნილი 10 108 695 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 5 პირს ბრალდება წარედგინა.

უწყების ცნობით, დაკავებულ სამ პირს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დანარჩენი ორი პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

“საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, სხვადასხვა წლებში შპს „დელუქს დეველოპმენტი“ და შპს „დემაქს გოთუა“ დააფუძნეს. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს. აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულთათვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა. ხსენებული დანაშაულებრივი სქემით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 111 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით – 10 108 695 ლარს დაეუფლნენ.

დაკავებულ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე მუხლით ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა ორ პირს და მათი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,” – წერია განცხადებაში. 

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია, ჩოხატაურში მოკლული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 22, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჩოხატაურში მოკლული 35 წლის ბიჭი ზურა რაზმაძეა. მის ვინაობას  Ambebi ge ავრცელებს. 35 წლის კაცი ჩოხატაურის სოფელ კოხნარში ცივი იარაღით გუშინ მოკლეს. ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის...

დაწვრილებითDetails

36 ადამიანის საკვებით მოიწამლა – სურსათის სააგენტო

by მეგა TV
მაისი 22, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, უწყებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 36 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის...

დაწვრილებითDetails

ლევან ახობაძე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 22, 2026
0
ლევან ახობაძე დააკავეს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა. შესაბამისი განცხადება სუს-ში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე....

დაწვრილებითDetails

 ბაღდათში დასაქმების ფორუმი გაიმართება

by მეგა TV
მაისი 22, 2026
0
 ბაღდათში დასაქმების ფორუმი გაიმართება
მთავარი

23 მაისს 12:00 საათზე, კურორტი საირმის მენეჯმენტი, ბაღდათის ახალგაზრდულ ცენტრში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების ფორუმს გამართავს. თუ ეძებთ სამსახურს ან გსურთ სტაბილური შემოსავალი, დაესწარით დასაქმების ფორუმს, გაიარეთ გასაუბრება ადგილზე, გაიგეთ დეტალური...

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

by მეგა TV
მაისი 22, 2026
0
ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
მთავარი

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

დაწვრილებითDetails

მართვის მოწმობის აღება მარტივდება – განცხადება

by მეგა TV
მაისი 22, 2026
0
რა ჯდება მართვის მოწმობის აღება
მთავარი

მართვის მოწმობის გამოცდასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს: "მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება. ცვლილებამდე...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 46 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 22, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. შსს-ს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 46 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – იემენის, პაკისტანის, ინდოეთის, თურქმენეთის, ჩინეთის,...

დაწვრილებითDetails

ავარია მსხვერპლით დასრულდა

by მეგა TV
მაისი 22, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ავარიის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიღუპა. „ქართლის ამბების“ ცნობით, შემთხვევა 21 მაის საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამობრუნდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება...

დაწვრილებითDetails

22 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 22, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

22 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც ნიკოლოზობას მრევლმა უნდა წაიკითხოს

by მეგა TV
მაისი 22, 2026
0
ნიკოლოზობას წასაკითხი ლოცვა
მთავარი

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში წმინდა ნიკოლოზის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული. ლოცვა „გაქებთ შენ, საყვარელო, წმიდაო მღვდელმთავარო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"