„პოლიციელები, რომლებიც ძალადობდნენ, კანონს არღვევდნენ, ურტყამდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუცილებლად დაისჯებიან, კი, მეც ვამბობ ამას. ოღონდ დაისჯებიან, არა ისე როგორც ახლა, ძალადობრივი აქტების მოწყობით, არამედ კანონის შესაბამისად. ეს არაა მუქარა, ეს ასე მოხდება აუცილებლად,ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. დანაშაულს რომ ჩადიხარ, დანაშაულის გამო პასუხი უნდა აგო. ახლა ხელისუფლება თავზე ხელს უსვამს ამ მოძალადეებს ხომ? „ქართული ოცნება“ ვიღაც ქეციანი ზონდერებისა და ვიღაც მოძალადე პოლიციელების მეშვეობით აწყობს ძალადობრივ აქტებს. ეს ასე არ გაგრძელდება, უცილებლად დაისჯებიან ისინი, ვინც არღვევენ კანონს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე დადიანიძის საქმეზე
„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა,...










