საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაის-ივნისში იმაზე მეტი დოლარი გაყიდა, ვიდრე 2023 წელს მთლიანად . ინფორმაციას BPN სებ-ის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს
ეროვნულმა ბანკმა, წელს, მხოლოდ 1 თვეში, 16 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა, მაშინ როცა გასული წლის განმავლობაში, ჯამურად, მხოლოდ 166.750 მილიონი დოლარი აქვს გაყიდული










