LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს

პარლამენტის ბიუროს, 10 ივნისის სხდომაზე, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება

დაპოსტა 2024/06/09-ში
A A
6
ნახვა
გაზიარება

პარლამენტის ბიუროს, 10 ივნისის სხდომაზე, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება.

საკანონმდებლო პაკეტი 19-კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: – მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით შემდეგი საკითხები განისაზღვრება: –

დაუშვებელი ხდება ქორწინების ალტერნატიული კავშირის ან ოჯახის შექმნის მიზნით ისეთი კავშირის რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით აღიარება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებისთვის დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ და აღიარებულ ასეთ კავშირს საქართველოში იურიდიული ძალა არ ექნება.

კანონპრიექტით დაუშვებელია იმ ადამიანთა შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით აღიარება, რომელთაგან ერთი მაინც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. პროექტის მიხედვით, საზღვარგარეთ აღიარებულ ან რეგისტრირებულ ასეთ ურთიერთობას საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.

კანონპროექტის გათვალისწინებით, დაუშვებელია იმ ადამიანის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ასევე, დაუშვებელია იმ ადამიანისთვის არასრულწლოვანის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა, რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება.

ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება დაუშვებელი ხდება.

კანონპროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია.

დაუშვებელია ადრეული აღზრდის, სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში და იმავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

აკრძალვა მაუწყებლებსაც შეეხებათ. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების შემთხვევაზე მხოლოდ იმ ფარგლებში მოქმედებს, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. აღნიშნული აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა.

ამავე პროექტის მიხედვით, დაუშვებელია არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

პროექტით, დაუშვებელია ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

აკრძალვა შეკრება-მანიფესტაციის ჩატარებასაც შეეხება. კერძოდ, დაუშვებელი იქნება საჯაროდ ისეთი შეკრება ან მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

ამავე პროექტის მიხედვით, გაბათილდება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში გაცემული ისეთი მითითება ან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული ისეთი შეთანხმება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ ან მისი უგულებელყოფის წახალისებისკენ.

უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტი ყველა ზემოთაღნიშნული მოთხოვნის დარღვევაზე ადმინისტრაციული და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.

“ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ცხადდება და ის უქმე დღე იქნება.

როგორც მმართველი უმრავლესობა განმარტავს, საზღვარგარეთის მთელ რიგ სახელმწიფოებში დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული და დანერგილია ისეთი იდეოლოგია, რომელიც ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებულ ოჯახურ ღირებულებებს აშკარად და მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება. მათივე განცხადებით, ამის შედეგია, მათ შორის ის გარემოება, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებში ამჟამად ისეთი კანონმდებლობა მოქმედებს, რომელიც აღიარებს, უშვებს, ბუნებრივად მიიჩნევს და ახალისებს ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის ადამიანების ქორწინებას, მათ მიერ ოჯახის შექმნის მიზნით სხვა მსგავსი კავშირების რეგისტრირებას, მათ მიერ ბავშვის შვილად აყვანას, სქესის შეცვლის მიზნით სამედიცინო მანიპულაციების გამოყენებას, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის ადამიანებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობებს, ამგვარი ურთიერთობების ამსახველი საკითხების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფით სწავლებასა და პოპულარიზაციას, სხვა მსგავს მიდგომებსა და მეთოდებს.

“ამ იდეოლოგიის გავრცელებასა და დანერგვას ხელს უწყობს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტიც. აღნიშნულზე მეტყველებს აგრეთვე სხვადასხვა კვლევის შედეგად წარმოებული სტატისტიკა: მაგალითად, 2023 წელს Ipsos-ის მიერ 30 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 9% თავს LGBT+ თემს მიაკუთვნებს, რომლის საგულისხმო ნაწილიც არასრულწლოვანია. Gallup-ის კვლევის მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობის იმ ნაწილის რაოდენობა, რომელიც თავს LGBTQ+ თემს მიაკუთვნებს, 2012 წლიდან 2023 წლამდე გაორმაგდა.

ყოველივე ამის შედეგია სწორედ ის, რომ, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბოლო დროს მოუწია, საგანგებოდ ყურადღება გაემახვილებინა და განეცხადებინა შემდეგი: “საკამათო არ უნდა იყოს მშობლებისთვის იმის ცოდნა, რას ასწავლიან სკოლაში მათ შვილებს ურთიერთობების შესახებ. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რას გულისხმობენ საავადმყოფოები, როდესაც ისინი მამაკაცსა თუ ქალზე საუბრობენ. ჩვენ არ უნდა დაგვამუნათონ და არ უნდა დაგვაჯერონ, რომ ადამიანს შეუძლია იყოს ნებისმიერი სქესის წარმომადგენელი, რომელსაც ის მოისურვებს. მას ეს არ შეუძლია. მამაკაცი არის მამაკაცი და ქალი არის ქალი − ეს უბრალოდ საღი აზრია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მის მიერ თავისი თანამშრომლებისთვის მიცემული სახელმძღვანელო წესების ერთ-ერთ ბოლოდროინდელ დოკუმენტში სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს უთითებს, რომ მოერიდონ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორებიც არის: „ბიჭებო“, „ქალბატონებო და ბატონებო“, „დედა/მამა“, „ვაჟი/ქალიშვილი“, „ქმარი/ცოლი“, ხოლო ამ სიტყვების ნაცვლად გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური შემდეგი სიტყვები: „ყველა“, „ხალხო“, „თქვენ ყველა“, „მშობელი“, „შვილი“, „მეუღლე“, „პარტნიორი“.

აღნიშნულ უარყოფით პროცესებს საზღვარგარეთ დღეს ინტენსიური და მზარდი ხასიათი აქვს. ამ პროცესების მხარდაჭერა და ზემოაღნიშნული იდეოლოგიის პროპაგანდა ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების აშკარა და მიზანმიმართული უგულებელყოფის ხარჯზე ბოლო წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, აუცილებელია აღნიშნული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება, რასაც ემსახურება სწორედ წარმოდგენილი კანონპროექტი“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა,...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

თბილისში საბურთალოს ტერიტორიაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი -  როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციას...

დაწვრილებითDetails

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე – მაია კოხტაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის. “მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე”, – ამბობს ექიმი. “მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო...

დაწვრილებითDetails

“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე
მთავარი

საბურთალოზე ორი გოგო სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართებზე დადების გამო დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი ახობაძე ავრცელებს. როგორც ახობაძე წერს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მისი სახლის წინ ხდება - აქტივისტის...

დაწვრილებითDetails

მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა
მთავარი

13 სექტემბერს, საღამოს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის...

დაწვრილებითDetails

რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი მაია ბითაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“მოსახლეობა დღეს იმაზე მეტად მობილიზებული, მშვიდი და თავდაჯერებულია, რომ 26-ში ჩვენ მშვიდად უნდა მივცეთ ხმა საქართველოს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად ძალიან მშვიდად ჩაივლის”- მაია ბითაძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა. შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც თინათინ რუხაძემ 28 ივლისს პოსტი დატოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში რუხაძემ გადაწყვეტილების...

დაწვრილებითDetails

ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს
მთავარი

ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს: „ზეგონიერ სისტემებს შეუძლიათ, ადამიანების გადაშენება გამოიწვიონ“ და მთავრობას მოუწოდებს, რომ მათი შემუშავება აკრძალოს“ (ავტორი - შივალი...

დაწვრილებითDetails

არ დავთმობთ – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
” შვილებთან ერთად საკუთარ სულსაც ნუ წარიწყმენდთ”-ნიკო კვარაცხელიას დედა  ბრალდებულების მშობლებს მიმართავს
მთავარი

5 წელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან - მოკლული ბიჭის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ "არ დათმობს სამართლებრივ ჭრილში, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს". იზა ომაძე გამოქვეყნებულ პოსტში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთს, მკვლელებს და ამ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარამდე გაიზარდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
ეკონომიკა

2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური...

დაწვრილებითDetails

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 2026-2027 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში 37 733 პირველკლასელია დარეგისტრირებული. „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები წელს ახალი სასკოლო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"