წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მცხოვრებლები ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ. ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო და კომპანია ტერიტორიის შემოღობვით სამუშაოებს ასრულებს.
აქციას მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად პერიმეტრზე განლაგებული ბოძები მოთხარეს და განაცხადეს, რომ სამუშაოების გაგრძელებას არ დაუშვებენ. მოსახლეობის თქმით, ფართობს პირუტყვის საძოვრებად იყენებენ და ნაგავსაყრელის მოწყობის შემთხვევაში, პირუტყვი საძოვრის გარეშე დარჩება.
,,მეგა ტვ” ნარჩენების მართვი ს კომპანიას დაუკავშირდა. როგორც მათ აღნიშნეს კომენტარს ორშაბათს გააკეთებენ.










