“ლევან ხაბეიშვილს უთხრეს, რომ ის არაფრის გამკეთებელია, მისი უაზრო ჭიჭყინი და კედელზე თავის რახუნი, შედეგს არ იძლევა. ამიტომ მის ადგილს დაიკავებს „გაწონასწორებული, მშვიდი, კონსტრუქციული, პოლიტიკაში უაღრესად გათვითცნობიერებული“ თინათინ ბოკუჩავა. რეალურად არაფერი ისეთი არ მომხდარა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება”-ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას.
ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვაზე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ
პირველ რიგში, ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ორგანიზმი სუსტდება, ამას...










