„რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ დააყოვნებდა, რადგან „ქართული ოცნება“ დღესაც ამბობს, რომ ამერიკა მტერია. თუ შენს სტრატეგიულ პარტნიორს მტრად თვლი, ამას ჰქვია სარკისებრი ასახვა, ამერიკამ სარკისებრად უპასუხა იმ ხალხს, ვინც მტრად თვლის, სამოგზაურო ვიზა გაუუქმა, ეს დასაწყისია, ეს მხოლოდ ერთადერთი ქმედება არ არის, ამის იქითაც იქნება სხვა ქმედებები. მთავარია, ახლა საქართველოსგან რუსული რეჟიმის გზები გაიყაროს. სანქცირებული მთავრობა რამდენი ხანიც იქნება ხელისუფლებაში, ვერანაირ სიკეთეს მოუტანს ხალხს, ვერც ინვესტიციებს შემოიტანს, ვერც სამუშაო ადგილებს შექმნის, ანუ „ქართული ოცნება“ გამზადებულია იმისთვის, რომ უნდა წავიდეს სახლში, მისი მავნებლური ქმედებებით პარტნიორი არ დარჩა რუსეთის, ირანის გარდა.
მოდი, დაველოდოთ მოვლენებს, ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ყველასთან მივაო“, ახლა მეილებით დადის სანქციები, ყველას მიუვა აუცილებლად და ამ ყველაფერს საკუთარ ტყავზე იგრძნობენ. რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ქვეყნისთვის კარგი არ არის. სანქცირებულ მთავრობას არავინ დაელაპარაკება, ხელს არ ჩამოართმევს… მე მაგალითად, ვამბობ, რომ ეს რეჟიმი ხალხს სიკეთეს ვერ მოუტანს და მისი დროული ჩამოშორებაა აუცილებელი.
ვინც თავისუფალ სამყაროსთან ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრად აცხადებს, ასეთი ქვეყნები არიან ირანი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ამ გზას გაუდგა სამწუხაროდ [საქართველო]“, – განაცხადა მანჯგალაძემ.









