“ბავშვი საშინელ მდგომარეობაშია, სახლიდან არ გამოდის” -,,მეგა ტვ”-ს ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი დაუკავშირდა და ექსკურსიაზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. დედა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბავშვა მასწავლებელს ხელი მოტეხა, სიცრუეს უწოდებს.
როგორც ჟურნალისტმა ელისო კილაძემ მის პირად ფეისბუკ გვერდზე დაწერა ბავშვი, რომელიც მესამე კლასელია, მასწავლებელს განზრახ დაეჯახა და ხელი მოტეხა.
მშობლის თქმით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის გამო არასრულწლოვანი, როგორც ონლაინ ბულინგის ისე, თანაკლასელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლია.
“სკოლაში არ მიდიოდა და ვთხოვე ეტალონის კონკურსისათვის მაინც წასულიყო, კლასში რომ შევიდა ბავშვებმა ქაღალდების სროლა დაუწყეს , რაზეც მასწავლებელს რეგიარება არ ქონდა, გეჩვენებაო. პირდაპირ ბავშვის გადაყვანა მომთხოვა სკოლის დირექციამ და დირექტორმა ამ ერთი შემთხვევის გამო, როგორც ჩანს მიზეზს ეძებდნენ. ბავშვს ქონდა საგნების ათვისების პრობლემა, რის გამოც მე თვითონ მივმართე სპეციალისტებს და ეს პრობლემა გადავლახეთ .
ექსკურსიაზე მომხდარი სრულიად შემთხვევითი ინცინდენტის გამო უნდათ ბავშვის გარიცხვა. მუხლებზე არ დავმდგარვარ თორე, ისე ვთხოვე აპატიეთ ეს ერთი და მე ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას თუ მსგავსი რამ განმეორდება, მაგრამ მასწავლებელი წავიდა წინააღმდეგი. ან ეს ბავშვი წავა სკოლიდან ან მე დავტოვებ სკოლასო.” – ამბობს მშობელი ,,მეგა ტვ”-თან საუბრისას.
მშობელი ჟურნალისტ ელისო კილაძესაც მიმართავს და პოსტის აღებას თხოვს:
,,ვთხოვ ელისო კილაძეს აიღოს ეს პოსტი, ბავშვი გარეაფ არ გადის ისეთ კომენტარებს უწერენ, დიდ სტრესშია მესამე კლასელი ბავშვი. არაფრად ჩამაგდეს დამამცირეს მთელი სკოლა ჭორაობს.” – ამბობს 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლის დედა ,,მეგა ტვ”-თან საუბრისას.
ცნობისთვის, შემთხვევა ვარიანში ექსკურსიაზე 26 მაისს მოხდა.









