„შალვა ნათელაშვილს, 0 პროცენტიან კლოუნს რომ დააწერინებ და დააჯღაბნინებ ბლანკზე რაღაც მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაშიც ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ ქართველი ხალხის და ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს, ეს უკვე რაღაც განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე. ვერ დაუწესებენ სანქციებს ქართველ ხალხს. ამოვძირკვავთ ისეთ სარეველებს, როგორებიცაა ჩხიკვაძე, საბანაძე, ეს სოროსის დაფინანსებულ გოჭუნიებს, სულგაყიდულ არასამთავრობოებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვაზე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ
პირველ რიგში, ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ორგანიზმი სუსტდება, ამას...










