LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს კვლავ მოწინავე პოზიციებით ვხვდებით_ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი პარტია მოემზადება ამ არჩევნებში უკვე მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის-ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2024/06/02-ში
A A
4
ნახვა
გაზიარება

რთულ არაპროგნოზირებად გარემოში გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე და არ უნდა დავუშვათ რაიმე არაპროგნოზირებადი განვითარება ქვეყნის შიგნით. ამიტომ ჩვენი პარტია ემზადება და მოემზადება ამ არჩევნებში უკვე მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„დღეს დავასრულე ეს რეგიონული ტურნე, დღეს იყო მეათე შეხვედრა, თელავში შევხვდი ჩვენი პარტიის აქტივს. ბუნებრივია, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, იყო არჩევნების საკითხი, რომ პარტია ემზადება იმისთვის, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვოს. მე პარტიის აქტივს გავუზიარე მთელი რიგი ინფორმაცია და ჩვენი ანალიზი მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, თუ რა არჩევანის წინაშე დადგება ჩვენი ხალხი ამ არჩევნებზე. არჩევანი ძალიან მარტივი იქნება – [ერთ მხარეს არის] მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, და მეორე მხარეს არეულობა, ქაოსი და ომი. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, ვინაიდან მეორე მხარეს არ არსებობს სხვა ეროვნული პატრიოტული პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს და გარანტირებულად გააგრძელებს მშვიდობიან სტაბილურ განვითარებას. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ეს დეგრადირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი და ეს ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანას ანგრევდნენ და მოუტანეს უზარმაზარი ზიანი, ისევ სთავაზობენ ჩვენს ქვეყანას არასტაბილურობას, ომს, არეულობას და ქაოსს. აი, ამ არჩევანის წინაშე დგას დღეს ჩვენი ხალხი. ამ შიდა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს უცხოეთში არსებული ვითარება, რეგიონში არსებული სიტუაცია. დღეს კიდევ ერთხელ შევეხეთ საუბარში უკრაინის ომს და ეს ომი არ ჩერდება. გვესმის რიტორიკა ბირთვული ომის, მესამე მსოფლიო ომის ალბათობის შესახებ, ამიტომ ასეთ რთულ არაპროგნოზირებად გარემოში ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე და არ უნდა დავუშვათ რაიმე არაპროგნოზირებადი განვითარება ქვეყნის შიგნით. ამიტომ ჩვენი პარტია ემზადება და მოემზადება ამ არჩევნებში უკვე მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 2026-2027 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში 37 733 პირველკლასელია დარეგისტრირებული. „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები წელს ახალი სასკოლო...

დაწვრილებითDetails

საჩხერეში მცხოვრები, დაბადებიდან უსინათლო მარიამ მაჭარაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
საჩხერეში მცხოვრები, დაბადებიდან უსინათლო მარიამ მაჭარაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა
მთავარი

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და პირველი მოადგილე ოთარ ომიაძე სოფელ კორბოულში მარიამ მაჭარაშვილს ესტუმრნენ. დაბადებიდან უსინათლო გოგონა, საკუთარი მონდომებისა და მიზნისკენ სწრაფვის შედეგად სწავლას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე,...

დაწვრილებითDetails

ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გარკვეული დროით თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი...

დაწვრილებითDetails

“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტია “გახარია საქართველოსთვის” აკრძალვასაც მოითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პარტიული სია ცნობილია
მთავარი

"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასაც მოითხოვს. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიამ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რაც ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციოდან სარჩელს გამოიხმობს და თავიდან...

დაწვრილებითDetails

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“მოსახლეობა დღეს იმაზე მეტად მობილიზებული, მშვიდი და თავდაჯერებულია, რომ 26-ში ჩვენ მშვიდად უნდა მივცეთ ხმა საქართველოს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად ძალიან მშვიდად ჩაივლის”- მაია ბითაძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა. მაია ბითაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც...

დაწვრილებითDetails

გირაოთი გაათავისუფლებენ არასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

გირაოთი გაათავისუფლებენ არასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა - ამის შესახებ ცნობილი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება.   ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე,...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.   სოფელ ჩუმლაყში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.   შეჯახების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, დაშავებულები გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში...

დაწვრილებითDetails

40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება – ვინ გადაიხდის ქონების გადასახადს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2004 ლარი შეადგინა – საქსტატი
მთავარი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ახალი ინიციატივის შესახებ წერს. „81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი...

დაწვრილებითDetails

ფრთხილად იყავით – მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
განსაკუთრებით რთულ პერიოდში შევედით – მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

საინტერესო მოვლენებით აღსავსე კვირაა. შეხვედრა, მოლაპარაკება, ხელშეკრულება, ეს ყველაფერი რეკომენდებულია 18 სექტემბრამდე. შემდეგ კვირას დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც ნიშნავს მეტს სირთულეებს, პრობლემებს. დღეს, 14 სექტემბერს შავი მთვარე (ლილიტი) ცხრა...

დაწვრილებითDetails

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი — აქტიური დღეა. შესაძლოა საქმე, რომელიც გაჭიანურდა, წინ წავიდეს. გადაწყვეტილების მიღებისას ემოციებს ნუ აჰყვებით.   კურო — ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებთ. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად და მნიშვნელოვანი საუბრისთვის....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"