„ერთ მხარეს გვაქვს გზა, სადაც საქართველო დასავლური ქოლგის ქვეშ იქნება დაცული, მიაღწევს ეკონომიკურ კეთილდღეობას და თავისუფალ სამყაროში თავისუფალ გადაადგილებას, ხოლო მეორე მხარეს ივანიშვილის რეჟიმის გზა – ჩვენს მტერთან შეკვრა, საქართველოს იზოლაცია, უფსკრულში გადაჩეხა და თაობების გაწირვა, როგორც უკვე აქამდე რამდენიმეჯერ მოგვივიდა. 90-იანებში არ ჰყავდა საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც უნდოდა ან შეეძლო ჩვენი ეროვნული ინტერესების შესრულება, რის გამოც ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთისგან განსხვავებით, ჩვენ უკრაინასთან ერთად ეს შანსი ხელიდან გავუშვით. სწორედ ამ გაშვებული შანსის ფასს ვიხდით და გადავიხადეთ ჩვენ და უკრაინამ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე“, – განაცხადა ბოკერიამ.
პოლიციამ კარი შეამტვრია და ბინაში მოკლული გოგო იპოვა, მკვლელი თურქეთში გაიქცა – ბაია პატარაია
საქართველოში ეროვნებით აზერბაიჯანელი გოგო მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ავრცელებს. პატარაია ამბობს, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელ გოგოს ორი დღე ვერ უკავშირდებოდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ბინის...










