„ერთ მხარეს გვაქვს გზა, სადაც საქართველო დასავლური ქოლგის ქვეშ იქნება დაცული, მიაღწევს ეკონომიკურ კეთილდღეობას და თავისუფალ სამყაროში თავისუფალ გადაადგილებას, ხოლო მეორე მხარეს ივანიშვილის რეჟიმის გზა – ჩვენს მტერთან შეკვრა, საქართველოს იზოლაცია, უფსკრულში გადაჩეხა და თაობების გაწირვა, როგორც უკვე აქამდე რამდენიმეჯერ მოგვივიდა. 90-იანებში არ ჰყავდა საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც უნდოდა ან შეეძლო ჩვენი ეროვნული ინტერესების შესრულება, რის გამოც ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთისგან განსხვავებით, ჩვენ უკრაინასთან ერთად ეს შანსი ხელიდან გავუშვით. სწორედ ამ გაშვებული შანსის ფასს ვიხდით და გადავიხადეთ ჩვენ და უკრაინამ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე“, – განაცხადა ბოკერიამ.
გია ბარამიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...










