„გლობალური ომის პარტიამ“ გამოაგზავნა უცხოური აგენტურა საქართველოში – ის მინისტრები, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებიც მიტინგზე იდგნენ და ახალგაზრდებს რევოლუციისკენ მოუწოდებდნენ, თავისით ამას არ აკეთებენ. ისინი არიან „გლობალური ომის პარტიის“ ისეთივე აგენტები, როგორც რიგითი კაპიტანი გიგაური ან ლომჯარია. ის, რაც გააკეთეს ამ ადამიანებმა, უცხოელმა პოლიტიკოსებმა, ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. მომავალში, საქართველოს ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთი დაუპატიჟებელი სტუმრები მოდიან ქვეყანაში, უნდა შემოვუშვათ თუ არა ისინი ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ არეულობა მოაწყონ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო განმარტავს, რომ თორნიკე რაზმაძესა და კიდევ ერთ პირს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებია
შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო განმარტავს, რომ თორნიკე რაზმაძესა და ანა ბდეიანს სოციალურ ქსელში პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან. უწყების ცნობით, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე...









