LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების ნაწილი მომავალს უკავშირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას – კვლევა

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

დაპოსტა 2024/05/16-ში
A A
657
ნახვა
გაზიარება

ზოგადი განათლების საფეხურaaებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.

 

პარლამენტში ინიცირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, საქართველოში ზოგადი განათლების სამი საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: – დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (4 წელი – VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი – XI-XII კლასები).

 

აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, საბაზო საფეხური 1 წლით იზრდება და 4 წლიანი ხდება, ხოლო სამწლიანი საშუალო განათლება მცირდება 2 წლამდე ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი რჩება.

 

როგორც პროექტის ავტორი და ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, რომლის ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლას მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ (3 200-მდე მოსწავლე 2023 წელს), ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია – 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვინაიდან სკოლაში შესვლის ასაკი 6 წელია, ხოლო „შრომის კოდექსის“ თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ მატულობს მოზარდების ისეთი რისკების წინაშე დადგომის ალბათობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება, ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვა.

 

როგორც სამინისტრო განმარტავს, საბაზო საფეხურის გაზრდით მოსწავლეები უფრო მომზადებულები იქნებიან იმისთვის, რომ მეტად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ – განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ სასწავლებელში. ამასთან, უწყების შეფასებით, თუ მოსწავლე სწავლის შეწყვეტას გადაწყვეტს, ის 15-16 წლის იქნება, ოთხწლიანი საბაზო საფეხურის პროგრამა კი უზრუნველყოფს უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდის გასვლას შრომის ბაზარზე.

 

„აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საბაზო საფეხურის საგნობრივი სტანდარტების შინაარსობრივი ნაწილი (მაგალითად, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში და სხვ.) გადანაწილდება 4 კლასზე და თითოეულ კლასში მოსწავლის სავალდებულო განათლების დატვირთვა შემცირდება.

 

არსებული მდგომარეობით, VIII-IX კლასის დატვირთა საგრძნობლად მაღალია. საშუალო საფეხური (XI-XII კლასი) იქნება მეტად ფოკუსირებული განათლების შემდგომ საფეხურებზე სწავლის გასაგრძელებლად იმისთვის, რომ განათლების სისტემა სათანადოდ მოემზადოს აღნიშნულის დასანერგად”, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

 

ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით, კანონპროექტი გარდამავალი დებულებების დამატებას ითვალისწინებს, რომელიც ახალი საკანონმდებლო ნორმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ დეტალებს აკონკრეტებს. კერძოდ, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება, ასევე იმ მოსწავლეებს შეეხება, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან, რაც ნიშნავს, 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასელი მოსწავლეების X კლასში გადაყვანას საფეხურის დაძლევის გარეშე ანუ 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასის მოსწავლეებს სავალდებულო საბაზო განათლება 1 წლით გაუხანგრძლივდებათ.

 

გარდამავალი დებულებებით ასევე დადგენილია, რომ 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში სტატუსშეჩერებული მოსწავლეები, რომლებიც სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლიდან აღიდგენენ, სწავლას ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში აგრძელებენ, ვინაიდან მათ უკვე დაძლეული აქვთ საბაზო საფეხური, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან საშუალო საფეხური 2 წლიანია.

 

გარდამავალი დებულებით ასევე დადგენილია სპეციფიკური ჩანაწერი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლიეს საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე. ისინი 2025-2026 სასწავლო წელს სწავლას აგრძელებენ საშუალო საფეხურის XI კლასში, ვინაიდან, ამ პერიოდისათვის X კლასი უკვე მიეკუთვნება საბაზო საფეხურს, რაც მათ დაძლეული აქვთ.

 

„აკადემიური ჩამორჩენის აღმოფხვრას სკოლა უზრუნველყოფს რემედიაციის პროგრამით, რაც რეგულირებულია ეროვნული სასწავლო გეგმით.

 

გარდამავალი დებულებების ბოლო ორი პუნქტი ეხება საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. კერძოდ, დაწესებულება უფლებამოსილი იქნება 3 წლიან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულების შესაძლებლობა მისცეს იმ პირებს, რომლებიც ჩაირიცხნენ 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებული პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე.

გაზიარება263

დაკავშირებული -პოსტები

საფრანგეთში ქართველი ბიჭი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
საფრანგეთში ქართველი ბიჭი გარდაიცვალა
მთავარი

ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ყოფილი მოსწავლის, 20 წლის ათუკა გეწაძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა საფრანგეთში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად მძიმე სენი სახელდება. „გლოვობს ჩვენი სკოლა. საფრანგეთში მე-2...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, პირველ ივლისს შუქი გაითიშება – ნახეთ მისამართები

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

ქუთაისში პირველ ივლისს ელექტრო ენერგიის მიწოდება დროებით შეწყდება მისამართებზე: 11:00 საათიდან  19:00 საათამდე 509 აბონენტს გაეთიშება : გათიშვის არეალი: ქუთაისი/ხუნდაძის, ქუთაისი/თაბუკაშვილის, ქუთაისი/დადიანის, ქუთაისი/თაბუკაშვილის 4შ, ქუთაისი/თაბუკაშვილის 2შ, ქუთაისი/თაბუკაშვილის 6შ, ქუთაისი/გამსახურდიას 6შ,...

დაწვრილებითDetails

2 ივლისიდან ქუთაისში ტრანსპორტი მუშაობას 06:30 საათიდან დაიწყებს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
მთავარი

ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საათები იცვლება. 2 -დან 24 ივლისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას დილის 06:30 საათიდან დაიწყებს . ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
მთავარი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს. „ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიციის დიდი ნაწილი „ქოცებს“ დაემსგავსა” – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
,,უშუალოდ ვერთვები, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების პლატფორმის” წარმომადგენელი – სააკაშვილი
მთავარი

ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ დაემსგავსა „ქოცებს“ - სიტყვა "დიქტატორის" გამოყენებასაც ვეღარ ბედავენ და ამიტომ მათ ისეთივე სურვილი აქვთ, როგორც ივანიშვილს და შეიძლება მეტიც კი, რომ გავჩუმდე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ტბაში დაიხრჩო

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ტბაში დაიხრჩო
მთავარი

MarneuliNews. ge-ს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე პო­ლო­ნეთ­ში, ტბა­ში და­იხ­რჩო. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ის ბოლ­ნი­სის მცხოვ­რე­ბი, 23 წლის ელ­ვარ სა­რი­ე­ვია, რო­მე­ლიც პო­ლო­ნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბო­და. პო­ლო­ნუ­რი წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ბჟუ­ზეს­თან მდე­ბა­რე, ბჟუ­ზეს ტბა­ზე, 28 ივ­ნისს, სა­ღა­მოს...

დაწვრილებითDetails

ჩქაროსნულმა მატარებელმა მამაკაცს ფეხზე გადაუარა – დეტალები

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

ქა­რე­ლი-აგა­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე ჩქა­როს­ნულ­მა მა­ტა­რე­ბელ­მა მა­მა­კაცს ფეხ­ზე გა­და­უ­ა­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ქარ­თლის ამ­ბე­ბი" ავ­რცე­ლებს. შემ­თხვე­ვა გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­ქა­ლა­ქე რკი­ნიგ­ზა­ზე გა­დას­ვლას ცდი­ლობ­და, ფეხი ლი­ან­და­გებს შო­რის მოყ­ვა და წა­იქ­ცა. შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა 275-ე...

დაწვრილებითDetails

გორთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
გორთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა გორთან ავარიას 35 წლის გვანცა მაზანაშვილი ემსხვერპლა. მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, კვარხეთის გადასახვევთან მოხდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ამობ­რუნ­და ქალს ორი მცირეწლოვანი...

დაწვრილებითDetails

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა – რა თანხაა გამოყოფილი იმერეთისთვის

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ფშავში მდინარე არაგვის ხეობაში ცხედარი იპოვეს
ეკონომიკა

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა გაიზარდა. როგორც 18 ივნისით დათარიღებულ განკარგულებაში ვკითხულობთ, მთავრობამ მუნიციპალიტეტებს ჯამურად 7.5 მლნ ლარით მეტს გამოუყოფს, ვიდრე ეს მანამდე იყო გათვალისწინებული. კერძოდ, აპრილის განკარგულებით,...

დაწვრილებითDetails

ნატა ქაჯაიას 1 წლით შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა ინტერვიუს არშეწყვეტის გამო

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ნატა ქაჯაიას 1 წლით შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა ინტერვიუს არშეწყვეტის გამო
მთავარი

ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეარხის, „TV პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას მესამედ, უკვე ერთი წლით აუკრძალეს პარლამენტში მუშაობა. გადაწყვეტილებას, რომელიც არხს დღეს, 29 ივნისს გაუგზავნეს, პარლამენტის აპარატის უფროსი, კახა ოქროჯანაშვილი აწერს ხელს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"