“ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრები ქუთაისის საკრებულოში, ბოიკოტის რეჟიმში გადადიან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია “ოცნების” ხელისუფლებასთან ერთად საკრებულოში მუშაობა.
“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის დასავლური და ევროპული მომავალი ჩაკეტა. მათი თქმით ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.










