საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედია აქტიურად ეხმაურება. ქვეყანაში აქციებისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო განვითარებულ ვნებათაღელვას გავლენიანი გამოცემები აშუქებენ:
“გახდება თუ არა ხმაურიანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ევროპისთვის ახალი უბედურების წყარო?” – Euronews
“რა არის საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და რატომ არის ასე შეშფოთებული ევროპა?” – Cnn
“აქციის მონაწილეები პირობას დებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ” – The Guardian
“სპეცრაზმი „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის დემონსტრანტებს უპირისპირდება”- BBC
ცნობისათვის, პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი.










