„გულწრფელი საუბარი მქონდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან.
ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ბოლო წლებში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.
ასევე, განვიხილეთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და აღნიშნულთან დაკავშირებით ერთმანეთს პოზიციები გავუზიარეთ“, – ასე ეხმაურება, სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრას.
ჩქაროსნულმა მატარებელმა მამაკაცს ფეხზე გადაუარა – დეტალები
ქარელი-აგარის მონაკვეთზე ჩქაროსნულმა მატარებელმა მამაკაცს ფეხზე გადაუარა. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე რკინიგზაზე გადასვლას ცდილობდა, ფეხი ლიანდაგებს შორის მოყვა და წაიქცა. შსს-ს ცნობით, გამოძიება 275-ე...










