„ქართველმა ხალხმა გაჩვენათ თქვენ, 83 მხდალ დეპუტატს, რომ ვერ გააჩუმებთ და ვერ შეაშინებთ. 1-ს სცემთ? 1000 გამოვა, 10-ს დაიჭერთ? 1000 გამოვა, 1000-ს დაემუქრებით? 100 000 გამოვა თბილისის ქუჩებში როგორც გამოვიდა, როდესაც ჩვენ წავედით ევროპის მოედნისკენ. არავის ეშინია, პირიქით, თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა მეტი კონსოლიდაცია, მოიტანა მეტი ერთობა, მეტი ურთიერთშეკავშირება, მეტი გამარჯვების რწმენა. გინდათ ნახოთ ნამდვილი საქართველო? გამოდით რობოკოპების გარეშე თბილისის ქუჩებში”, – მიმართა თინა ბოკუჩავამ „ქართულ ოცნებას” პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.
გორთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ტრაგედია დატრიალდა გორთან ავარიას 35 წლის გვანცა მაზანაშვილი ემსხვერპლა. მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, კვარხეთის გადასახვევთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა ქალს ორი მცირეწლოვანი...










