„ქართველმა ხალხმა გაჩვენათ თქვენ, 83 მხდალ დეპუტატს, რომ ვერ გააჩუმებთ და ვერ შეაშინებთ. 1-ს სცემთ? 1000 გამოვა, 10-ს დაიჭერთ? 1000 გამოვა, 1000-ს დაემუქრებით? 100 000 გამოვა თბილისის ქუჩებში როგორც გამოვიდა, როდესაც ჩვენ წავედით ევროპის მოედნისკენ. არავის ეშინია, პირიქით, თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა მეტი კონსოლიდაცია, მოიტანა მეტი ერთობა, მეტი ურთიერთშეკავშირება, მეტი გამარჯვების რწმენა. გინდათ ნახოთ ნამდვილი საქართველო? გამოდით რობოკოპების გარეშე თბილისის ქუჩებში”, – მიმართა თინა ბოკუჩავამ „ქართულ ოცნებას” პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.
გია ბარამიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...










