LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას – ხალხის ძალა

საქართველოში ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას – ხალხის ძალა

დაპოსტა 2024/05/13-ში
A A
12
ნახვა
გაზიარება

საქართველოში ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა – მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას, – აღნიშნულ განცხადებას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც საქართველოს პარლამენტში კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაბრელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუა), მარგუს ცანკა (ესტონეთი), ტორდის გილფადოტრი (ისლანდია) და ბაიბა ბრაზე (ლატვია). ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, ლიეტუის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი.

მათ მიერ ოფიციალურად გაცხადებულია, თითქოს ჩვენს ქვეყანაში მათი სტუმრობის მიზანი ქვეყნის „დასავლური კურსის“ მხარდაჭერაა, რეალურად კი ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ეს ადამიანები ღიად უჭერენ მხარს ნაციონალურ მოძრაობას და თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას. ამის დამადასტურებელი ფაქტები მრავლად მოიძებნება.

მოვიყვან მხოლოდ რამდენიმე მაგალითს – გაბრელიუს ლანდსბერგისი: „სააკაშვილის გაშვება საზღვარგარეთ სამკურნალოდ, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მისთვის, მისი ოჯახისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“;

მაიკლ როთი: „საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა“;

ჯეიმს ო’ბრაიენი: „საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც რუსეთის სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემებს იწვევენ“;

ჟიგიმანტას პავილიონისი: „დემოკრატია საფრთხეშია, ივანიშვილის რეჟიმმა უნდა გადაიხადოს“.

ეს არის სრულიად არაევროპული თავდასხმები საქართველოს კანონიერ ხელისუფლებაზე, თუმცა ხსენებული განცხადებები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ამ ადამიანებს აქვთ ნათქვამი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესზე.

განსაკუთრებული აგრესიით, ტრადიციულად, ჟიგიმანტას პავილიონისი გამოირჩევა, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ “გამოიჩინა“ თავი, როდესაც პრემიერი გიორგი გახარია გადააყენეს მისმა პატრონებმა, რათა ამით რევოლუციური პროცესების ფორსირება მოეხდინათ. მაშინ ბატონმა პავილიონისმა ჯერ ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამაგრებულ ძებნილ ნიკა მელიას მიაკითხა, შემდეგ კი თურქეთში ჩავიდა და მეორე ძებნილს, რევოლუციის მოსაწყობად საქართველოს საზღვართან მომდგარ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და მას ღიად აღმოუჩინა პოლიტიკური მხარდაჭერა. არადა, ჟიგიმანტას პავილიონისი ის პოლიტიკოსია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ პოლიტიკურ გუნდთანაც ჰქონდა პრობლემები, ხოლო ლიეტუვის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია მისი განცხადებების გამო.

ამ ფაქტების გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია, რომ ჩვენს ქვეყანაში ზემოთხსენებული დასავლელი პოლიტიკოსების სტუმრობა მათ მიერ ხსენებულ მიზანს, ანუ “დასავლური კურსის“ მხარდაჭერას ემსახურებოდეს. აშკარაა, რომ მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა. როდესაც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა. ამ სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან. უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას”, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

30 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.   ოზურგეთში მზიანი ამინდია. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც უნალექო დღეა....

დაწვრილებითDetails

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი - დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებამდე დეტალები გადაამოწმეთ. საღამოს სასიამოვნო სიახლე გელით.   კურო - ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ....

დაწვრილებითDetails

” ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ძალადობა პარლამენტის დარბაზში ბევრჯერ გვინახავს” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

ადამიანი, რომელიც ღიად, კამერების წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ძალადობს კოლეგაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს პასუხისგებაში - ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ამგვარი ძალადობა ბევრ...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 ივნისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6453, ევრო – 3.0156, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4952 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მთავარი

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზვიად კუპრავას, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებოდნენ, 2 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. ცნობისთვის, ზვიად კუპრავას...

დაწვრილებითDetails

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ცენტრის მიერ მომზადებული საგამოცდო მასალების დიდი ნაწილი უკვე გაიგზავნა საქართველოს თორმეტ ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში, სადაც მათი...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება 5 ივლისამდე პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ორშაბათიდან იწყებს. მის უარყოფით გავლენას კი ბევრი მალევე იგრძნობს. მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს არაერთ ნიშანს მიმდინარე კვირაში პროფესიულ საქმიანობაში, ფინანსურ სფეროსა თუ პირად ცხოვრებაში წარმატება მაინც ელოდება:...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით, მეოთხედან მესამე ადგილზე გადმოვიდა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

საქსტატის მონაცემებით ქუთაისში მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის შემდეგ 9 პროცენტით გაიზარდა. ამ მონაცემის მიხედვით ქუთაისი იმ ქალაქებს შორისაა სადაც მოსახლეობის ზრდა დაფიქსირდა. მონაცემების მიხედვით ქუთაისი 160 971 მცხოვრებით მეოთხედან მესამე...

დაწვრილებითDetails

მთავრობა 164 ახალ ავტომობილს 10 მილიონად ყიდულობს

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
“პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს” – რომან გოცირიძე
ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის მიერ ახლადშექმნილი “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” კიდევ 164 ერთეულ ახალ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ყიდულობს. უწყებამ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 10 159 800 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა -ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს. შესყიდვის...

დაწვრილებითDetails

მოლდოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ დაჯდა
მთავარი

ავიაკომპანიამ Flyone მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს კიშინაუდან პირველი რეისი უკვე მიიღო. ბათუმის აეროპორტში კიშინაუდან პირველ მგზავრებს სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ. Airbus...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"