“ნებისმიერი ძალადობა არის ძალიან ცუდი, ამაში მე მგონი ორი განსხვავებული აზრი არ არსებობს ხომ? ხოდა ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ ვინმე იმას, რომ გალახა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების მომხრემ თუ სხვამ, რაზე ამბობთ ასე ხელაღებით. [ჟურნალისტი: ამ ადამიანებმა თავიანთი თავი იცემეს ამას ამბობთ?] მე გითხარით, რომ ვინმემ თავის თავი იცემათქო? არც ის ვიცი ვინმემ თავის თავი იცემა, თუ ვინმე სხვამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თუ კი ვინმეს შეიძლება აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა, ეს რა თქმა უნდა, არის ის ადამიანები, ვინც დგანან ამ მიტინგების უკან და ვისაც აწყობს ქვეყანაში მძლავრი საპროტესტო მუხტის შექმნა” -იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე
ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა
ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...










