“ნებისმიერი ძალადობა არის ძალიან ცუდი, ამაში მე მგონი ორი განსხვავებული აზრი არ არსებობს ხომ? ხოდა ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ ვინმე იმას, რომ გალახა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების მომხრემ თუ სხვამ, რაზე ამბობთ ასე ხელაღებით. [ჟურნალისტი: ამ ადამიანებმა თავიანთი თავი იცემეს ამას ამბობთ?] მე გითხარით, რომ ვინმემ თავის თავი იცემათქო? არც ის ვიცი ვინმემ თავის თავი იცემა, თუ ვინმე სხვამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თუ კი ვინმეს შეიძლება აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა, ეს რა თქმა უნდა, არის ის ადამიანები, ვინც დგანან ამ მიტინგების უკან და ვისაც აწყობს ქვეყანაში მძლავრი საპროტესტო მუხტის შექმნა” -იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე
” ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ძალადობა პარლამენტის დარბაზში ბევრჯერ გვინახავს” – თინა ბოკუჩავა
ადამიანი, რომელიც ღიად, კამერების წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ძალადობს კოლეგაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს პასუხისგებაში - ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ამგვარი ძალადობა ბევრ...










