LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სამწუხაროდ, გარდაცვლილები, “ომიკრონითაა” გამოწვეული – გამყრელიძე

ეს კანონი დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ისტორიულ სწრაფვას-ამირან გამყრელიძე

დაპოსტა 2024/05/05-ში
A A
16
ნახვა
გაზიარება

“ეს დღეები აქტიურად მეკითხებიან ჩემს მოსაზრებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და “ქართული ოცნების” მიერ ორი მოსმენით მიღებულ ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე.
დიდმა ქართველმა თქვა – „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის…“, ამიტომ მოკლედ შევეცდები ჩემი შეხედულება გამოვხატო:
1. გავიმეორებ იგივეს, რაც შარშან მარტში განვაცხადე ჟურნალისტებთან – ეს კანონი დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ისტორიულ სწრაფვას, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევრო-ატლანტიკური სივრცის წევრი, ე.ი შევიდეთ ევროკავშირში (ამასთან, შარშანდელთან განსხვავებით დღეს უკვე კანდიდატის სტატუსი გვაქვს) და გვიცავდეს ნატოს ფარი. ამიტომ დარწმუნებით ვთქვი შარშან რომ საქართველოს პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებდა და ასეც მოხდა. მოსახლეობის აქტივობის და პროტესტის შემდეგ კანონი ჩავარდა (გაიწვიეს უკან).
2. იგივე აზრზე ვარ წელსაც. კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან. ამის წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა, გვირჩევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები – აშშ, ევროკავშირი, ბრიტანეთი, ყველა მეგობარი, კეთილის მსურველი და პარტნიორი, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დამოუკიდებელი საქართველოს ფეხზე დადგომასა და განვითარებაში უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში. ამ ფორმულირებით კანონის მიღება მხარდაჭერილია მხოლოდ რუსეთის მიერ, რომელსაც ამავე დროს, ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20% და მიზანში ვყავართ ამოღებული, რომ დაგვაბრუნოს თავისი გავლენის ქვეშ. ამიტომაც დარწმუნებული ვარ ისევ, რომ კანონს საბოლოოდ არ მისცემს მწვანე შუქს ჩვენი ქვეყნის პარლამენტი სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, პატივს ვცემ და მჯერა მათი მრწამსის. და თუ ამ ფორმით მაინც დამტკიცდება, საქართველოს მოსახლეობა მას არ მიიღებს და არ აღასრულებს.
თუ ვინმეს ეს არ სჯერა, მაშინ სასურველია დაინიშნოს რეფერენდუმი. ჩვენ რეფერენდუმების საფუძველზე ვაღიარეთ დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი, ამიტომ ისევ რეფერენდუმით განვამტკიცოთ უმრავლესობის ნება და უარი ვუთხრათ კანონს, რომელიც გვაბრუნებს უკან, საბჭოთა კავშირში და უფრო მეტად გვაახლოებს რუსეთთან.
3. კარგად გავითავისოთ, რომ მამებისა და შვილების ბრძოლაში ყოველთვის შვილები იმარჯვებენ და ასეც უნდა იყოს, ისე განვითარება ვერ იქნება, ბუნების კანონია, „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა“. დღეს მიმდინარე პროცესს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ, ქვეყნის მომავალი თაობა მართავს და მათ უნდა გაიმარჯვონ ისე, როგორც 1978 წ. 14 აპრილს, 1989 წ. 9 აპრილს და შემდგომში მრავალგზის. ნუ დავუპირისპირდებით მათ, ნუ აღვმართავთ მათზე ხელს, პირიქით მამების გამოცდილება და ახალგაზრდების ენერგია კარგ განათლებასთან ერთად არის ამ ქვეყნის სწორი განვითარების საფუძველი. კანონის ავტორებო და ხელმომწერებო, გთხოვთ გავითავისოთ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის, ჩვენი ნამდვილი მეგობრებისა და პარტნიორების რჩევები და საქართველოს განვითარების ამ გზაჯვარედინზე ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის მომავალს ამ ქაღალდზე ხელმოწერას და სიჯიუტეს. უკანდახევა არ გახლავთ ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით ხშირად სიბრძნის, შორსმჭვრეტელობისა და სწორი სტრატეგიული ხედვის გამოხატულებაა!
მშვიდობიანი და ბედნიერი აღდგომა საქართველოს!!! განვითარება და წინსვლა ჩვენს ქვეყანას!!!” – ამირან გამყრელიძე

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

მძიმე ავარია ხობში – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა....

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილი ყვება რა მოხდა რესტორნში

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი
მთავარი

მე ვარ უდანაშაულო. ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! მე დანაშაული არ ჩამიდენია, ბატონო მოსამართლევ,- ეს განცხადება მუქარის...

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თამაზ ელიზბარაშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზეა ბრალდებული. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე...

დაწვრილებითDetails

ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვარი შეიცვლება – რას უნდა ელოდონ მოქალაქეები

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

ორშაბათს-სამშაბათს საბოლოო განხილვები გვექნება და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, პარლამენტის კომიტეტი დააინიცირებს აღნიშნულ საკითხს - ამ ეტაპზე ცვლილებები იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ იქნება კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა...

დაწვრილებითDetails

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. "ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია "იტალფარმაკოსთან" - მედიკამენტ "ჯივინოსტატის" მწარმოებელ...

დაწვრილებითDetails

ყაზახეთში შესვლა ფასიანი ხდება

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ყაზახეთში შესვლა ფასიანი ხდება
მთავარი

2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი ხდება. ინფორმაცას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.  ამასთან, ამავე პერიოდიდან უცხოელებს ქვეყანაში შესვლისას ელექტრონული ნებართვის (ETA) მიღება დასჭირდებათ. ახალი სისტემა, სახელწოდებით QazETA, ქვეყანაში სატესტო...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისიდან 53კმ-ში, ქალაქ გორში მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით, 11:55-ზე დაფიქსირდა.

დაწვრილებითDetails

ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ აკრძალვა – რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ აკრძალვა – რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის სასამართლომ
მთავარი

მერილენდის შტატის ფედერალურმა რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, შეაჩეროს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ CBS News-ი წერს. 2 სექტემბერს, აშშ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დებორა ბორდმანმა დროებით დაბლოკა...

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაიაფდა აგვისტოში

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

საქსტატის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აგვისტოში, გასული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 3 366 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3243 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს
მთავარი

მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"