“ძალა ერთობაშია,” “არა რუსულ რეჟიმს,” “წინ ევროპაში,” – რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას უერთდება ქუთაისი.
დღეს ახალგაზრდები, აქტივისტები, იურისტები, მსახიობები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ და თბილისისკენ მიმავალ კოლონებს შეურთდნენ. მათ ტრანსპორტირებას, საკვებსა და ღამის გასათევს ემიგრანტები აფინანსებენ.
როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, თვითორგანიზებით რამდენიმე ავტომობილი თბილისის მიმართულებით უკვე წაიდა. ქალაქიდან ასევე გავიდა 6 მიკროავტობუსი და 4 ავტომობილი.
აქცია საღამოს 7 საათზე ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინაც გაიმართება.










