“ქართული ოცნების” ორგანიზებულ აქციაზე ხისუფლებას ქუთაისიდან საჯარო მოხელეები და მასწავლებლები მიჰყავს. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მიკროავტობუსები და ავტობუსები დგას. ნაწილმა ქუთაისი უკვე დატოვა.
“ლოს-ანჟელესში მივდივარ,” გასასეირნებლად მივდივარ” – ამბობენ “მთავარ არხთან” ისინი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ორგანიზებით დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის მხარდამჭერი შეკრება გაიმართება, სადაც საზოგადოებას სიტყვით მიმართავს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი.
პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება.










