რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. ინფორმაცია შსს-მ დაადასტურდა.
მათი განმარტებით, ალექსი პეტრიაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.










