„მაგალითად, გავიხსნოთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ამბობდნენ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და ამიტომ ის უნდა გათავისუფლებულიყო. ასევე, გვახსოვს, რომ სააკაშვილს არათუ აწამებდნენ, ფაქტობრივი მდგომარეობა დადგა, რომ ის დღეს პოლიტიკოსად გვევლინება და წამების არაფერი ემჩნევა. ამის გარდა, ეს რეზოლუცია გააბათილა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არავინ არ აწამებს საავადმყოფოში. ანუ, ევროპარლამენტის რეზოლუცია გააბათილა ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ. ამასთან, გვახსოვს, რომ ევროპარლამენტმა კეზერაშვილზეც გამოაცხო რეზოლუცია დაახლოებით ერთი წლის წინ, თურმე ის მედიამენეჯერი და ძლიერი პიროვნებაა, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს აფინანსებს და რამდენიმე კვირაში ევროპისვე სააგენტოებმა კეზერაშვილს თაღლითობაში წაუყენეს ბრალი. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის რეზოლუციებს ფასი აღარ აქვს და ეს არის სამწუხარო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ახალ საქმეზე სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება
ირაკლი ღარიბაშვილის ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს ბრალდებული ექსპრემიერი არ ესწრებოდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ირაკლი...









