LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ფორბსი“ ტურისტებს წყალტუბოს მონახულებას ურჩევს

„ფორბსი“ ტურისტებს წყალტუბოს მონახულებას ურჩევს

დაპოსტა 2019/08/02-ში
A A
669
ნახვა
გაზიარება
„ფორბსი“ კამპანიას – „გაატარე ზაფხული საქართველოში“ სტატიას უძღვნის

„საქართველო ყველას ფიქრებშია ვირუსული ფეისბუქჯგუფის წყალობით“ – ამ სათაურით მოგზაური ჟურნალისტი ბრეანა უილსონი „ფორბსზე“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.„საქართველოზე ეს ჩემი პირველი სასიყვარულო წერილი არ არის. გასულ წელს თბილისი ყველაზე ამაღელვებელ ქალაქად დავასახელე მსოფლიოში“, – ვკითხულობთ სტატიის პირველსავე აბზაცში. ბრეანა უილსონი მკითხველს თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, სოციალურ ქსელ ფეისბუქში, შექმნილ ჯგუფზე – Spend Your Summer in Georgia უამბობს, რომელიც ერთ ღამეში ვირუსულად გავრცელდა და რეგიონის საუკეთესო საზაფხულო სამოგზაურო კამპანიად იქცა.

„ხუთი ქართველის წამოწყებით გვერდი ერთ ღამეში ვირუსული გახდა. დღეისათვის ის 275 ათას წევრს ითვლის. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სიახლეებს ისე ვერ დაათვალიერებ, რომ უგემრიელესი ხინკლით, შთამბეჭდავი ქართული ტრადიციული ცეკვის სილამაზით მონუსხული არ დარჩე ან საქართველოს შესანიშნავი მრავალფეროვანი გარემოს დალაშქვრის სურვილი არ გაგიჩნდეს““, – წერს ბრეანა უილსონი.

საქართველოზე ოცნებიდან ქვეყანაში რეალურად მოგზაურობისთვის ბრეანა უილსონი მკითხველს რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს.

„ტრანსკავკასიური ბილიკი საქართველოს აღმოჩენის სრულიად ახალი შესაძლებლობაა. აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის ორ ათას მილზე გადაჭიმული ბილიკის კონცეფცია 2015 წელს შემუშავდა, ამჟამად ის ფინალურ ეტაპზეა“ – წერს ავტორი.

სტატიის ავტორის თქმით, ერთ-ერთი გზაა ცხენით მოგზაურობაც.

„საცხენოსნო ტურების საშუალებით არის შესაძლებლობა, ჩაეფლოთ საქართველოს სოფლებისა და მწყემსების ცხოვრებაში. ათდღიანი მოგზაურობა მოიცავს საცხენოსნო ტურს. რვა დღის განმავლობაში 5-დან 7 საათამდე უნაგირზე გატარება მოგიწევთ. მოგზაურები ტყეების გავლით, მთებში სულ უფრო მაღლა და მაღლა აჰყავთ. მონასტრებიდან მთის სოფლებამდე, ეს არის საქართველოს აღმოჩენის იშვიათი შესაძლებლობა“ – წერს ბრეანა უილსონი.

 

მისი თქმით, არსებობს გზა, ​აღბეჭდო საბჭოთა არქიტექტურა ფოტოგრაფიის გაკვეთილებზე.

„ყაზბეგისა და აფხაზეთის ლანდშაფტიდან წყალტუბოს მიტოვებული საბჭოთა შენობებით დასრულებული, ჯეიმს კერვინის თვალი საქართველოს მთელი რიგი სილამაზის აღსაბეჭდად შეუდარებელი შესაძლებლობაა. გასაკვირი არ არის, რომ ის ხელმძღვანელობს ტურს ოქტომბერში და ფოტოგრაფებს დაგეხმარებათ საქართველოს საუკეთესო მხარეების აღბეჭდვაში“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ყველას ურჩევს, მიირთვან უგემრიელესი კერძები გზად.

„რა არის იმაზე უკეთესი გზა საქართველოს აღმოსაჩენად, ვიდრე დაგემოვნება მთელი მოგზაურობის განმავლობაში? მოგზაურები ყაზბეგში ადგილობრივ გესთჰაუზებში ჩერდებიან, სადაც მათ შეუძლიათ, დააგემოვნონ ტრადიციული საკვები იმ ოჯახთან ერთად, რომელმაც კერძები მოამზადა, ასევე ეწვიონ ქინძმარაულის მარანს, სადაც ადგილობრივი ღვინისა და ყველის ნიმუშებია წარმოდგენილი და დაესწრონ ხინკლის მომზადების მასტერკლასს“, – წერს ბრეანა უილსონი.

ამასთან, სტატიის ავტორი დამოუკიდებელ მოლაშქრეებს სთავაზობს, საქართველოს ღირშესანიშნაობები სპეციალური ფურგონით დაათვალიერონ.

1tv.ge

თეგები: მოგზაურობასაბჭოთა არქიტექტურასაქართველოწყალტუბო
გაზიარება1053

დაკავშირებული -პოსტები

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „არც კი ვიცი, რა დავწერო… სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღაშვილის ხსოვნაც იცოცხლებს დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“, - წერს აჩიკო...

დაწვრილებითDetails

ელენიკო აღარ ჰყავს ჩვენს ქალაქს – ქუთაისში პატარა გოგოს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ელენიკო აღარ ჰყავს ჩვენს ქალაქს  – ქუთაისში პატარა გოგოს ემშვიდობებიან
მთავარი

"ელენიკო აღარ ჰყავს ჩვენს ქალაქს" - ქუთაისში, მძიმე დაავადებასთან მებრძოლი პატარა გოგონა გარდაიცვალა ელენიკო ორბელაძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მძიმე დაავადებას ებრძოდა. პატარა ელენიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საზოგადოებამ ჯერ კიდევ გასულ...

დაწვრილებითDetails

ხანძარია შენობაში, სადაც ტელეკომპანია “ფორმულაა” განთავსებული

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ხანძარია შენობაში, სადაც ტელეკომპანია “ფორმულაა” განთავსებული
მთავარი

ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, 9 სახანძრო მანქანა მუშაობს - "პირველების" ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ამ წუთებში 15-მდე ჯგუფი მიემართება. შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“, ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ტელეწამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და სამეგრელოში სამ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
იმერეთსა და სამეგრელოში სამ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთსა და სამეგრელოში ობიექტებს დარღვევების გამო  საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთისა და სამეგერელო-ზემო სვანეთის  დეპარტამენტების უფლებამოსილმა პირებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევებისთვის ობიექტებს  საწარმოო...

დაწვრილებითDetails

“ერთად უპოვიათ მანქანაში, ექსპერტებს უთქვამთ, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო“ – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების შესახებ

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
“ერთად უპოვიათ მანქანაში, ექსპერტებს უთქვამთ, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო“ – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების შესახებ
მთავარი

ქუ­თა­ის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პულ ბი­ჭებს გლო­ვო­ბენ. უმ­ძი­მე­სია ის ტკი­ვი­ლი, რა­საც ახლა მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან. ტრა­გე­დია გუ­შინ, მწვა­ნეყ­ვა­ვი­ლას და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. რი­ო­ნ­ჰეს­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე რი­ონ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში ორი...

დაწვრილებითDetails

ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გურჯაანში ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბოძს შეეჯახა და დაბლობში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი პირი. ისინი...

დაწვრილებითDetails

მარნეულის საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილმა ცოლზე მერიის შენობაში იძალადა – სამირა ბაირამოვა

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

მარნეულის მერიაში დასაქმებული ქალი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა მერიის შენობაში - ინფორმაციას სოციალურ ქსელში უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ძალადობაში მხილებული კაცი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილია. ბაირამოვას თქით,...

დაწვრილებითDetails

“უარს ვამბობ ვიყო რაიმე ვაჭრობის და გაცვლის ობიექტი “- მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება
მთავარი

ამერიკის კონგრესის არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგეს „დემოკრატებმა“, რომელთაც უპირატესობა მოიპოვეს ორივე პალატაში. ეს არის სასტიკი მარცხი „რესპუბლიკელებისთვის“, რომელთაც არ უშველა ელონ მასკის და სხვა სუპერ მდიდრების მიცემულმა დიდძალმა დაფინანსებამ, -...

დაწვრილებითDetails

“დიდი წვლილი შეიტანა ეპარქიამ ჩვენი ეკლესიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში” – პატრიარქის კომენტარი ხონში ვიზიტისას

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
“დიდი წვლილი შეიტანა ეპარქიამ ჩვენი ეკლესიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში” – პატრიარქის კომენტარი ხონში ვიზიტისას
მთავარი

ხონისა და სამტრედიის ეპარქიის აღდგენის 30 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა. ხონისა და სამტრედიის ეპარქიის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ხონს საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III ეწვია. პატრიარქმა მეუფე საბასთან...

დაწვრილებითDetails

მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მცირე ხნით მგზავრებს ვერ მოემსახურება

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
რა ხდება ამ წუთებში მეტროს საბურთალოს ხაზზე
მთავარი

მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მცირე ხნით მგზავრებს ვერ მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ ექსკალატორის სახელური დაზიანდა, რის გამოც სადგური მგზავრთა მიღებაზე მცირე ხნით დაიკეტა. მათივე ცნობით, ექსკალატორის სახელურის აღდგენითი სამუშაოები ზედა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"