18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად. გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავის მომავალ ლექტორებს.
18 წლის მარიამმა “IE university spain madrid”-ის იურიდიულ ფაკულტეტზე სააპლიკაციო ფორმა შეავსო, გაიარა ინგლისური ენის ცოდნის გამოცდა და რამდენიმე ონლაინ ტესტირება. 12 აპრილს კი მარიამ კვინიკაძემ უნივესიტეტიდან შეტყობინება მიიღო, რომ ის აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნებს და სექტემბრიდან შეძლებს იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის დაწყებას.










