“მეგა ტვ”-ს მულტიმედია ჟურნალისტების, თამარ ქავთარაძისა და თათია ახვლედიანის მიერ მომზადებული სიუჟეტი CSRDG-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა.
“ქართული ყველის დაკარგული გემო – რა პრობლემებია ბაზარზე” – სიუჟეტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის საკითხებზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ვიდეოსიუჟეტი გახდა.










