რა ამშვენებს საახალწლო სუფრას ისე, თუ არა გემრიელი ფელამუში.
ინგრედიენტები:
1 ლიტრი ბადაგი
160 გრამი სიმინდის ფქვილი
40 გრამი პურის ფქვილი
2 ს/კ შაქარი (საჭიროებისამებრ)
ნიგოზი მოსართავად
მომზადების წესი:
ფქვილი და შაქარი თასში მოათავსეთ. თანდათანობით ჩაუმატეთ ბადაგის ნახევარი და თან ხის კოვზით მუდმივად ურიეთ. შემდეგ კი გამოიყენეთ ხელის ბლენდერი, ერთგვაროვანი მასის მისაღებად.
დარჩენილი ბადაგი თუჯის ქვაბში ჩაასხით. თანდათანობით ჩაუმატეთ ფქვილიანი მასა და კარგად შეურიეთ. დადგით მაღალ ცეცხლზე, წამოადუღეთ და მუდმივად ურიეთ. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ კიდევ 8-10 წუთით. ამ დროის განმავლობაში ფელამუში უნდა გასქელდეს. გასინჯეთ, რომ ფქვილის გემო არ დაჰკრავდეს.
მომზადებული ფელამუში გადმოდგით ცეცხლიდან და თეფშებზე მაშინვე გადაანაწილეთ. სურვილისამებრ, გააფორმეთ ნიგვზის ლებნებით.