უკვე მეხუთე დღეა, ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 წლის ნიკა ხაჭაპურიძეს ეძებენ – ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
“ვეძებთ 5 დღეა, თუ ვინმემ სადმე ნახეთ, ბოლოს ნიუ ჯერსიში იყო Roxbury township ტერიტორიაზე. კარგად დააკვირდით ყველას გთხოვთ და თუ სადმე შეგხვდათ ან შეხვდით ამ ნომერზე დაგვიკავშირდით – +1845-837-8676,” – წერენ ახლობლები. მათივე ინფორმაციით, ინფორმაცია პოლიციას უკვე მიაწოდეს










