“რატომ დააბრუნეს “რუსული კანონი”? ქართულ ოცნებას” უნდა “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” დაარქვას ყველას, ვინც საქმის კეთებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ევროპიდან. ასეთ კანონებს რა მოყვება, რუსეთის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ თვალნათლივ.
როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში (სტატუსი მოგვანიჭეს, ევრო 2024-ზე გავედით) და ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან.
არავითარი გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის, ყველაფერი ხდება საგადასახადო რეგისტრაციის, საბანკო გადარიცხვების, გადასახადების დეკლარირების და ა.შ. გზით” -წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში
სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა
სამტრედიის №11 საჯარო სკოლაც რეაბილიტაციის საბაბით დაიხურა - ინფორმაციას მთავარი ამბები ავრცელებს და წერს, რომ 931 მოსწავლე სწავლას სხვადასხვა რეჟიმში აგრძელებს. 15 სექტემბრიდან I-IV კლასის მოსწავლეები №2 საჯარო სკოლაში, მეორე...










