საქართველოში სურსათის ბანკი ამოქმედდება. შესაბამისი კანონმდებლობა უკვე შემუშავებულია და პროცესის რეგულირებისთვის კანონქვემდებარე აქტების მომზადება მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს მოწყვლადი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ჭარბი სურსათის გადანაწილებას.
როგორც „ბიზნესპრენიუსთან“ People in Need Georgia-ს სურსათის ბანკის პროექტის კოორდინატორი სალომე ჯაფარიძე აცხადებს, საპილოტე პროექტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება. ცენტრალური საწყობი თბილისში მოეწყობა, საიდანაც სურსათი შემდეგ წყალტუბოში გადანაწილდება.
„მოხდება ვადასთან მიახლოებული არამალფუჭებადი სურსათის შეწირულობა სურსათის ბანკისთვის კერძო სექტორის მხრიდან. სურსათი განთავსდება ცენტრალურ საწყობში, რომელიც იქნება თბილისში და ამის შემდეგ მისი გადანაწილება მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოწყვლად მოსახლეობაზე“, – ამბობს პროექტის კოორდინატორი.
„წყალტუბოში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა სხვადასხვა პროცესში, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებაც დაინტერესებულია, რომ გვერდში დაუდგეს ამ პროექტს და ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საჭიროებენ სურსათით დახმარებას, საკმაოდ ბევრია, შესაბამისად, შევარჩიეთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტი“, – აღნიშნა მან.
წყალტუბოში სურსათის ბანკით სარგებლობას სოციალურად დაუცველი პირები შეძლებენ. შემუშავდება შესაბამისი სია, რომელიც შემდეგ წითელი ჯვრის მიერ გადამოწმდება, რათა სურსათი სამართლიანად გადანაწილდეს. უკვე ცნობილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 1 000 ადამიანია ისეთი, ვისაც სურსათით დახმარება ესაჭიროება. პროექტი საპილოტე რეჟიმში 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება და 2026 წლის მაისის ბოლოს დასრულდება.
კითხვაზე, როდის ამოქმედდება სურსათის ბანკი, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ განაგრძეთ კითხვა










