ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება – ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცებს.
“3 აპრილს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო და ქუთაისის მერია დასაქმების ფორუმზე გიწვევთ! ღონისძიებაზე გექნებათ შესაძლებლობა , იპოვოთ სასურველი სამსახური ან შეიცვალოთ პოზიცია! ადგილზე წარმოდგენილი იქნება 35 კომპანია, 350-მდე ვაკანსიით, სხვადასხვა სფეროებიდან, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორიდან! ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










