“დღესაც ვებრძვით საბჭოთა ტოტალიტარიზმის ნარჩენებს, დღესაც ვებრძვით რუსული იმპერიალიზმის ნარჩენებს (ზოგჯერ ძლიერს), ასე ვთქვათ, კუდს კიდევ იქნევს. ეს ჩანს ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩანს უკრაინაში, ჩანს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩანს პროპაგანდაში, ჩანს ჰიბრიდული ომის ყველა ნაბიჯზე და ჩანს იმ მცდელობებში, რომ საქართველომ არ განაგრძოს სვლა დამოუკიდებელი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ.
ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვიზეიმოთ ეს თარიღები, არამედ სრულად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ბრძოლა ჩვენც გვეკუთვნის. ჩვენც ვართ პასუხისმგებელნი ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების მიმართ როგორ შევინარჩუნებთ, როგორ გავაძლიერებთ, როგორ გავამყარებთ იმ დანატოვარს, რასაც 31 მარტის რეფერენდუმი ჰქვია.
ეს არის ის, რაც დაგვიტოვა ზვიად გამსახურდიამ და რისთვისაც ის საქართველოს ისტორიაში შევიდა. დღეს მისი 85-ე დაბადების დღეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რადგან პირველმა პრეზიდენტმა ეს უზარმაზარი მონაპოვარი დაგვიტოვა ჩვენი ვალი და ვალდებულებაა არათუ შევინარჩუნოთ ის, არამედ შემდეგ ეტაპზეც გადავიყვანოთ“ -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა










