მოულოდნელად გარდაიცვალა საქართველ;ოს გიდების ასოციაციის წევრი თეა მელაძე. როგორც ცნობილია გარდაცვალების მიზეზი ინფაქტი გახდა.
სამძიმრის წერილს ავცელებს ორგანიზაცია.
“დაუჯერებელია ამ ფაქტის გააზრება რომ გვიწევს, რომ ამ ყველა გაგებით მშვენიერმა ადამიანმა მოულოდნელად დაგვტოვა…
ალბათ გახსოვთ მისი მომღიმარი, სინათლითა და კეთილგანწყობით დამშვენებული სახე, პირველი რომ გეგებებოდათ ჩვენს ოფისში მოსვლისას, მისი ძალისხმევა და შემართებაც გეხსომებათ ყოველ საქმეში რასაც ხელს მოკიდებდა, მართული ერთი მთავარი მიზნით, უკეთესობისკენ შეეცვალა სამყარო თავის გარშემო..
Thea Meladze გვიყვარხარ, იშვიათია შენნაირი ნათელი ადამიანები, და შენც სულ იქნები ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში სინათლის სხივის სახით” – წერს საქართველოს გიდების ასოციაცია.
“თეა, მოულოდნელად წახვედი და გაგვიფრინდი ისე მშვიდად როგორც გჩვევოდა. ჩემო თბილო, ტკბილო, ერთგულო და ნათელო მეგობარო”
“ჩვენი კაშკაშა , დახვეწილი, ელეგანტური , ხალისიანი და მუდამ პოზიტიური” – წერენ სოციალურ ქსელში ახლობლები.









