ლაზარეს გრიგორიადისის დაკავებიდან 1 წელი გავიდა . გრიგორიადისი გასული წლის 29 მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. დაცვის მხარე ამბობს, რომ პროკურატურას ბრალის დამტკიცებისთვის საჭირო მტკიცებულებები არ გააჩნია










