როგორც ქორწინების, ისე განქორწინების მაჩვენებელი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
ამასთან, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7 წელს შეადგენს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.1 წელს.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ქორწინება თბილისში დაფიქსირდა (6 738), ყველაზე ნაკლები კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (197).
ამ მხრივაც თბილისი ლიდერობს, სადაც 4 688 განქორწინება დარეგისტრირდა, შემდეგია იმერეთი 2 285 განქორწინებით და სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 507 ერთეული განქორწინების მაჩვენებლით.









