ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება . თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. ლაზარეს საქმეზე განაჩენს მოსამართლე ხვალვე გამოაცხადებს, პროცესის პარალელურად კი აქტივისტები და ლაზარეს მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა










