ზედიზედ მეორე წელია, რაც მსოფლიოში გლობალური სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა. პროცესი 2021 წელს პანდემიის დაწყებას უკავშირდება.
რეგიონების მიხედვით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი ევროპაშია – ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 80 წელია.
ქვეყნები, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე ხანგრძლივია, აზიისა და ევროპის მდიდარ ქვეყნებს წარმოადგენს და ესენია: იაპონია, ლიხტენშტეინი, შვეიცარია და სამხრეთ კორეა – 84 წლით ისინი პირველ ადგილზე არიან.
უფრო კონკრეტულად კი, ქვეყნები, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე გრძელია, არის:
- იაპონია – 84 წელი
- ლიხტენშტეინი – 84 წელი
- შვეიცარია – 84 წელი
- სამხრეთ კორეა – 84 წელი
- სინგაპური – 83 წელი
- ავსტრალია – 83 წელი
- ესპანეთი – 83 წელი
- ნორვეგია – 83 წელი
- შვედეთი – 83 წელი
- ისლანდია – 83 წელი
ქვეყნები, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე ხანმოკლეა:
- ჩადი – 53 წელი
- ნიგერია – 53 წელი
- ლესოთო – 53 წელი
- ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – 54 წელი
- სამხრეთ სუდანი – 55 წელი
- ესვატინი – 55 წელი
- კოტ დივუარი – 59 წელი
- გვინეა – 59 წელი
- მალი – 59 წელი
2021 წლის, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 201 ქვეყნიდან 106-ე ადგილზე იმყოფებოდა, სადაც სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი 71 წელი იყო.
2022 წელს Central Intelligence Agency-ის ცნობით კი, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77 წელია. ამავე რეიტინგში 227 ქვეყნიდან საქართველო 89-ე ადგილს იკავებს.









