“ადრე შეიძლება ბევრი ფიქრობდა, რომ საქართველოს ნაკრებიდან უნდა წავსულიყავი, მაგრამ სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი, რომ შედეგს თვეები და წლები სჭირდება. სიმართლე გითხრათ, წასვლაზე არც არასდროს მიფიქრია, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ, ჩემს ირგვლივ პროფესიონალები არიან, მათთან მუშაობა ჩემთვის სასიამოვნოა. პენალტებზე საკმაოდ ბევრი ვივარჯიშეთ.როდესაც პენალტების სერია გიწევს, არასდროს იცი, ვინ დაასრულებს თამაშს და შესაბამისად, ვინ დაარტყამს. ინდივიდუალურად ვისაუბრეთ და გავიგეთ, ვინ იყო მზად დასარტყმელად. ქოჩორაშვილმა პირველმა თქვა, მე დავარტყამო და არც გამკვირვებია – ის ფანტასტიკური პიროვნებაა, ძლიერი ხასიათი აქვს და ნაკრებში სიტუაცია მისი გამოჩენის შემდეგ შეიცვალა. ზოგადად, არ მინდა ფეხბურთელები გამოვყო, ყველა კარგია, თუნდაც დვალი, რომელმაც ფანტასტიკურად ითამაშა, მისი შესრულებული პენალტიც მისი თამაშის ამსახველი იყო. ასევე, დავითაშვილმა, მიქაუტაძემ, არავინ მინდა გამომრჩეს, პენალტის დარტყმას დიდი “კვერცხები” სჭირდება. აუცილებლად მინდა აღვნიშნო კვეკვესკირი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების მერე ყველაზე მეტს ტიროდა. მას არ უწევს ბევრი თამაში, მაგრამ ბოლო პენალტი დაარტყა და კარგი მაგალითია ეს ყველაფერი, ძლიერი ხასიათი აჩვენა და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს!” -თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ
თბილისში ბავშვს დენმა დაარტყა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მეორე ძმობის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტოთაა შემოსაზღვრული. ამ ეტაპზე უცნობია დაშავებულის მდგომარეობა.










