“აღარ არის დიდებული თაობის წარმომადგენელი, დამსახურებული პედაგოგი და საუკეთესო პიროვნება დალი ფაჩუაშვილი. როგორ დამაკლდები.” – გარდაიცვალა ქ. ქუთაისის N7 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი დალი ფაჩუაშვილი.
სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლა აქვეყნებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ ოჯახს. ეს კიდევ ერთი ტკივილიანი დანაკლისია ამ რამდენიმე დღეში არა მარტო ჩვენი, არამედ ქალაქის პედაგოგიური საზოგადოებისა.
გარდაცვალების შემდეგ ადამიანზე ღაღადებს საქმე. ქალბატონი დალის მიერ განვლილი გზა დასტურია იმისა, რომ მან ღირსეულად იცხოვრა. მშვიდობით, კეთილო ადამიანო, მოწოდებით პედაგოგო! უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი!” – წერს ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში.










