ქუთაისში მდინარე რიონის სანაპიროზე, ბოშათა დასახლებაში ცეცხლი გაჩნდა. ანჯაფარიძის ქუჩაზე ორი ბარაკული ტიპის ხის ნაგებობა დაიწვა, ხანძრის დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო ერთმა პირმა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყო მობილიზებული.










