ხატია ჩხაპალია:
,,როგორც იცით ჩემს უფროს შვილს აქვს აუტისტური სპექტრი, ვერ მეტყველებს და შესაბამისად ვერ გამოხატავს სად სტკივა და როგორ. 

2 წლის წინ დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები, გულყრების ფონზე ჩამოყალიბდა ეპილეფსია. პარალიზდა ფეხი შეექმნა გულზე პრობლემა და რამდენიმე დღე იყო კომაში, ექიმებმა ეს მიაწერეს პოსტ კოვიდურ მდგომარეობას.
ახლაც განმეორდა იგივე, ისევ პარალიზდა ფეხი და ისევ იყო კომაში. ამჟამად ვიმყოფებით იაშვილის კლინიკაში, თითქმის 2 თვეა,თუმცა ვერ ხერხდება დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ბავშვს კვირების განმავლობაში აქვს სიცხე და განიცდის უდიდეს ტკივილს, ვერ მეტყველებს და შესაბამისად ვერც გამოხატავს, ამ ყველაფრის ფონზე აქვს ნერვული შეტევები
კლინიკამ მოგვცა დასკვნა რომ ბავშვი საჭიროებს თურქეთში გადაყვანას
ს ა ს წ რ ა ფ ო დ.
ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან ბავშვს სჭირდება სრული გამოკვლევა რომ დადგინდეს მიზეზი და დაენიშნოს მკურნალობა.
ამ ეტაპამდე ყველა ფინანსურ ხარჯს ოჯახი ვუმკლავდებოდით.ნამდვილად არ მეგონა ამ მდგომარეობამდე თუ მივიდოდა საქმე, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება. ძალიან გთხოვთ გადამაყვანინოთ თურქეთში, ჩვენი ფინანსებით, თქვენი დახმარების გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებ. 



ძალიან რთულია, დედისთვის, უყურებდე შენს შვილს როგორ იტანჯება, ტკივა და ვერ ეხმარებოდე…… ‘’
საბანკო რეკვიზიტები 
მიმღები: ნათია ჩხაპელია ( ბავშვის დეიდა)
თიბისი ბანკი
#GE44TB7261345064300054
საქართველოს ბანკი
#GE89BG0000000155154200










